დასახელება:
ვადაგადაცილებული სესხის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Premium Leasing
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხის სპეციალისტის პოზიციაზე.
"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. პრემიუმ ლიზინგი კი სთავაზობს ფიზიკურ პირებს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, აგრეთვე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგის მეშვეობით.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებგვერდი: https://pl.ge/ka
ძირითადი მოვალეობები:
** დავალიანებების ამოღების პროცესის მართვა და კონტროლი
** პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და მონიტორინგი
** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა
კვალიფიკაცია:
** სასურველია 1 წლამდე პრობლემური სესხების ექსპერტად მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები, საოფისე პროგრამების ცოდნა
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@premiumleasing.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ვადაგადაცილებული სესხის სპეციალისტი.
გისურვებთ წარმატებას!
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
|
|
|
|