დასახელება:
ღონისძიების დაგეგმვის გუნდის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Click Events
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"Click Events" 8 წელია ოპერირებს ბაზარზე როგორც ფართო პროფილიანი ღონისძიებების მენეჯმენტის კომპანია. გუნდში ვეძებთ ღონისძიების ასისტენტს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებში ჩვენს გამოცდილ გუნდის წევრებთან ერთად.
ღონისძიების ასისტენტის ძირითადი საქმიანობა იქნება:
** ღონისძიების იდეების/კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა - ღონისძიების კოორდინატორებთან ერთად დაგეგმვის ყველა ეტაპზე კომპეტენციების/საჭიროების მიხედვით ჩართულობა;
** პრე-სამუშაოების ორგანიზება, ჩართულ მხარეებთან/მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესასრულებელი სამუშაოს და ვადების გაცნობა;
** ღონისძიების გამართულად მიმდინარეობის მონიტორინგი მის სრულად დასრულებამდე;
** ორგანიზაციული საკითხების/ადმინისტრაციული ნაწილის მართვა, კერძოდ, ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულებების ფორმირება, ინვოისების, ელ.წერილების მართვა/უკუკავშირი დამკვეთთან);
** მომხმარებლების და მომწოდებლების ბაზის ფორმირება და განახლება;
** ღონისძიებამდე და მის მიმდინარეობისას, სხვადასხვა მომსახურების მომწოდებლების მიერ შესასრულებელი სამუშაოების მონიტორინგი და მათთან მუდმივი კონტაქტი ღონისძიების დასრულებამდე;
** კომპანიის არსებული საღონისძიებო ინვენტარის მარაგების აღრიცხვა/მოვლა/მონიტორინგი.
განათლება, უნარები და გამოცდილება რაც საჭიროა ამ პოზიციისთვის:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** PPT-ში / Canva-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ინტერესიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ენერგიული;
** გუნდური;
** ლოიალური კომპანიის და მომხმარებლების მიმართ;
** დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** სამუშაო გამოცდილება ღონისძიებების მართვის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
ჩვენს გუნდში ვეძებთ აქტიურ, ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, ვაძლევთ პროფესიული განვითარების საშუალებას და მრავალფეროვან პროექტებში ჩართვის საინტერესო გამოცდილებას.
** სამუშაო განაკვეთი - სრული;
** ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები;
** საბონუსე სისტემა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სამუშაო დღეები: სტანდარტულად ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, მზაობა მუშაობის შაბათსა და კვირას ღონისძიებების თარიღებიდან გამომდინარე;
** პროექტებიდან გამომდინარე, შესაძლოა სამუშაო გუნდთან ერთად საქართველოს ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონებში მივლინება;
** პოზიციის დინამიკური სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, სასურველია საკუთარი ავტომობილის და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ხდება საჭირო საწვავის ხარჯის უზრუნველყოფა).
თუ დაგაინტერესათ ჩვენს გუნდში ღონისძიების დაგეგმვის გუნდის ასისტენტის პოზიციამ, 2025 წლის 30 ივნისამდე, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: clickeventsgeorgia@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნით განაცხადს.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს 1 წლის განმავლობაში და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
https://www.facebook.com/ClickEventsTbilisi
|
|
|
|