Робота для біженців з України
იურისტი/AML და შესაბამისობის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი/AML და შესაბამისობის ოფიცერი
მომწოდებელი: Ecovis Georgia
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია "Ecovis Georgia" იურიდიულ დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას იურისტის/AML და შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებზე, აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურებების პროვაიდერის, ძირითადი პოლიტიკის, "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
(სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომი; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია აუდიტორულ კომპანიაში ან/და საადვოკატო ბიუროში ან/და იურიდიული მიმართულებით ან/და AML და შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული ანალიზის უნარები;
** კვლევითი უნარები;
** დედლაინების დაცვის უნარები;
** გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე (ვერბალური, წერითი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კანონმდებლობის და ქსელის მოთხოვნების ცოდნა, მის შესახებ კომპანიის, დასაქმებულების ინფორმირება;
** კანონმდებლობის და ქსელის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, კონტროლი, ხარვეზების პრევენცია, შესაბამისი დოკუმენტების შექმნა, პროცესების დანერგვა;
** რეპორტინგის მიზნით დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა დათქმულ ვადებში;
** შესაბამისი ინფორმაციის ანალიზი; იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი, შედგენა, შესწორება, კორექტირება, პრეზენტაცია;
** იურიდიული და AML დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა, შენახვა, სკანირება, დაფასოება, ადრესატებზე განაწილება;
** წარმომადგენლობა სასამართლოში, უწყებებში, სხვადასხვა პირებთან და შესაბამისი სამართლებრივი მხარდაჭერა;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დაკვეთების დროული დადასტურება; კომპანიის სერვისებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შედგენა;
** მიღებული დავალებების/დაკვეთების დროული შესრულება;
** შესრულებული საქმის რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელის წინაშე;
** სამართლებრივი სიახლეების დროული ცოდნა/კლიენტების ინფორმირება;
** შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;
** პოზიციასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელის სხვა დავალებების/მითითებების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი); შესაძლებელია კლიენტებთან ვიზიტები, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა;
** პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://www.ecovis.ge

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "Ecovis Georgia"-ს (შპს "ეკოვის საქართველო", შპს "ეკოვის საქართველო აუდიტი") მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@ecovis.ge

"Ecovis Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 032 243 22 81, info@ecovis.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე