დასახელება:
დირექტორის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ქართული კაკალი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
შპს "ქართული კაკალი" არის კაკლის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან. შპს "ქართული კაკალი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.
დირექტორის ასისტენტის მოვალეობები:
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან და კომპანიებთან კომუნიკაცია;
** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** იმეილით კომუნიკაცია და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობა;
** ყოველდღიური საქმის დაგეგმვა და ორგანიზება;
** დირექტორის დავალებით სხვა ისეთი ფუნქციების შესრულება, რაც შეიძლება შედიოდეს ასისტენტის მოვალეობაში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** MS office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მათ შორის ტელეფონითა და ელფოსტის მეშვეობით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
ადგილმდებარეობა: თბილისი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: info@wv.ge
|
|
|
|