დასახელება:
მთავარი არქიტექტორი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 11:00-დან 19:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით, 3000 ლარიდან
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
** არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
** პროექტის შესაბამისად, შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება;
** სრული პასუხისმგებლობა მშენებლობის ნებართვების მიღებამდე და პროექტების მიმდინარეობისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი (არქიტექტურის განხრით);
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი;
** შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, ეტაპების შესაბამისი შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება.
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** მართვისა და ორგანიზების უნარი.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და დეტალური პორტფოლიო შეთანხმებული პროექტების თაობაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: constructiontbilisi@gmail.com
და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი არქიტექტორი
|
|
|
|