დასახელება:
ბარმენი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Unfound Door
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"Unfound Door-Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** სასმელების მომზადება
** სტუმრების მიღება და მომსახურება
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და შეთავაზება სტუმრისთვის
** სასმელების სწრაფად, ხარისხიანად მომზადება
** ბარში არსებული დანადგარების, ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა ინვენტარიზაცია
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბარმენი/მიქსოლოგის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კლასიკური კოქტეილების ცოდნა
** კონტაქტურ ბარში მუშაობის გამოცდილება
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად კომუნიკაციის უნარი
პიროვნული თვისებები:
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
** დაზღვევას
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@unfounddoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|