დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ბამბუ ჯი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"ბამბუ.ჯი" უკვე 8 წელია წარმატებით პოზიციონირებს შიდა თეთრეულის ბაზარზე და მუდმივად ვითარდება.
ამჟამად ქსელში 4 ფილიალია: პეკინი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, ბათუმი
ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის ქალის, მამაკაცისა და ბავშვის შიდა თეთრეულს.
რას გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მზარდ ანაზღაურებას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს
** -20% მუდმივ ფასდაკლებას ჩვენს მაღაზიებში
ამ ეტაპზე ვეძებთ მოლარე-კონსულტანტებს შემდეგ ფილიალებში:
** პეკინი
** თბილისი მოლი
** ისთ ფოინთი
სამუშაო პირობები:
გრაფიკი:
** მცოცავი (კვირაში 40 საათი)
** კვირაში 2 დღე დილის ცვლა 10:00 - 19:00
** კვირაში 3 დღე საღამოს ცვლა 13:00-22:00
** დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1000₾ (ხელზე ასაღები) + ბონუსები (გეგმის შესრულება/გადაჭარბება), საშუალო ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1200₾+
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის პროფესიული მომსახურება
** პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** გაყიდვების განხორციელება
** პროდუქციის მიღება, თაროებზე განთავსება და მოწესრიგება
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და სისუფთავის სიყვარული
** კომუნიკაბელურობა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: vacancybambu@gmail.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ფილიალის და ვაკანსიის დასახელება: მაგ: პეკინი - მოლარე კონსულტანტი
|
|
|
|