Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639426&print=yes&view=jobs
 
დამწყები ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები ბუღალტერი
მომწოდებელი: Orion Group
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
შპს "ორიონ ჯგუფი", Orion Group (https://www.oriongroup.ge) აცხადებს ვაკანსიას დამწყები ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გადარიცხვების მომზადება ინტერნეტ-ბანკში, მათ შორის სახელფასო გადარიცხვები
** მიღებული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება და დადასტურება RS.GE პორტალზე და მათი ჩამოტვირთვა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში
** მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტების მომზადება (საჭიროებისამებრ)
** დებიტორ-კრედიტორების აღრიცხვა-კონტროლი და კანონმდებლობის შესაბამისად შედარების აქტების მომზადება/გაფორმება
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისთვის ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება
** საჭიროების შემთხვევაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კითხვარის შევსება-გაგზავნა
** სხვადასხვა სახის ფინანსური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამებს ცოდნა
** ელემენტარული საბუღალტრო აღრიცხვის ცოდნა
** ჩვენ ვეძებთ პუნქტუალურ, პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც დავახვედრებთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდს და საინტერესო გამოწვევებს.

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით (კვირაში არაუმეტეს 25 საათისა)
ანაზღაურება: 1200 ₾ (ნეტი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის რაიონი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: info@oriongroup.ge და საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია