სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
სს "იბერია რეფრეშმენტსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში 1C ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქ.11.
ძირითადი მოვალეობა:
** საწყობის დოკუმენტების მოწესრიგება;
** რეალიზაციებთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება;
** სასაწყობე ოპერაციების განხორციელება პროგრამა 1C-ში - შიდა გადაადგილება, რეალიზაცია, პროდუქციის ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადება;
** რეპორტების შედგენა - თვის შედეგების რეპორტების მომზადება (ინფორმაციის დამუშავება), რეგიონების რეალიზაციების ფაილის რეპორტი, დადასტურებული დანაკლისების პროგრამული გადაწერა და რეპორტი, ნაშთების რეპორტი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა 1C-ის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
** კორპორატიული SIM ბარათი;
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "1C ოპერატორი" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება.
ან დაგვიკავშირდით, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 595091132
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 4 ივლისი, 2025 წელი.
კომპანია "იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|