დასახელება:
საზაფხულო დასაქმების პროგრამა
|
მომწოდებელი:
ენერგო-პრო ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი" იწვევენ უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან/და ახალ კურსდამთავრებულებს, "საზაფხულო დასაქმების პროგრამაში" მონაწილეობის მისაღებად.
პრიორიტეტული მიმართულებები: ენერგეტიკა; ელექტროინჟინერია; შრომის უსაფრთხოება; მომხმარებლებთან (აბონენტებთან) ურთიერთობა; ფინანსები და სხვა
საზაფხულო დასაქმების პროგრამა მოიცავს 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგებსა და პრაქტიკას კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში როგორიც მაგ.:
** შრომის უსაფრთხოება
** მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაცია
** სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა
** ელ. გადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია
** SCADA სისტემები
** დაბალი ძაბვის ქსელის მართვა
** გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები)
** აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრი)
** ფინანსური (ბუღალტერია)
** ადამიანური რესურსების მართვა
** კორპორატიული და საერთაშორისო ელექტროენერგიით ვაჭრობა
** ელ. მრიცხველების ლაბორატორია
** პროექტების განვითარება
** ქსელის განვითარება
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
ლოკაცია: კომპანიის სათაო ოფისი (თბილისი) და რეგიონული ფილიალები და ასევე ჰიდროელექტროსადგურები.
პროგრამა მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, პროექტების მომზადებას, უშუალო სამუშაო პროცესებში ჩართულობას. სტაჟირების პროგრამას გაუძღვებიან კომპანიის, სხვადასხვა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.
პროგრამაში ჩართვის, ძირითადი მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი მოტივაცია
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@energo-pro.ge
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 ივნისი
|
|
|
|