დასახელება:
სამედიცინო ინსტრუქციის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
GM Pharmaceuticals
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
"GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.
"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ინსტრუქციის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
** სამკურნალო საშუალებების გამოყენების ინსტრუქციის მომზადება პროდუქტის პირველადი რეგისტრაციის მიზნით ქართულ და რუსულ ენებზე (საჭიროებისას ინგლისურ ენაზე);
** სამკურნალო საშუალებების გამოყენების ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანა (ხელახალი რეგისტრაციის ან ცვლილებების რეგისტრაციის დროს), აღრიცხვა, შესაბამისი ფორმების წარმოება;
** სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციების შექმნა ევროპული SmPC და PIL ფორმატის მიხედვით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** სამკურნალო საშუალების ორიგინალი და სინონიმი პროდუქტების რეგისტრირებული ინსტრუქციების მოძიება, შედარება, ანალიზი (საქართველოს, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული);
** სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციების (პაციენტებისთვის, სპეციალისტებისთვის) თარგმნა ქართულ, რუსულ, საჭიროებისას ინგლისურ ენაზე;
** სამკურნალო საშუალების შესაფუთი მასალის (ინდივიდუალური კოლოფი/ბლისტერი/კონვალუტი/პაკეტი და სხვა) მარკირების ტექსტის შედგენა ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე;
** სამკურნალო საშუალების შესაფუთი მასალის და გამოყენების ინსტრუქციის საბეჭდი ვერსიების შედგენაში მონაწილეობა გრაფიკოს დიზაინერთან ერთად), შემოწმება, რევიზია და დადასტურება;
** ბიოლოგიურად აქტიური დანამატის/სამედიცინო მოწყობილობის შესაფუთი მასალის და გამოყენების ინსტრუქციის შექმნა/ცვლილებების შეტანა ქვეყნების მიხედვით;
** ზემოაღწერილი პროცესების მართვა, აღრიცხვა, დოკუმენტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ქართული ენის აკადემიურ დონეზე ცოდნა;
** სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა).
პიროვნული თვისებები და უნარები:
** აკურატულობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** კრიტიკული/ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** საქმიანი მიმოწერის ეთიკა და კულტურა;
** დროის ეფექტური მართვა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 04 ივლისისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|