დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
GM Pharmaceuticals
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.
"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ცვლიანი - 4 დღეში ერთხელ 24 სთ
ანაზღაურება: 1000 ლარი (ნეტი)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** საკურატორო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიაში მოქმედი პროცედურების/ინსტრუქციების სრული დაცვით;
** ვიზიტორების აღრიცხვა შესაბამის ჟურნალში;
** დროული და ეფექტიანი რეაგირება ნებისმიერი ტიპის დარღვევასა და ინციდენტზე:
1. დარღვევის/ინციდენტის დაუყოვნებლივ შესწავლა;
2. უშუალო ხელმძღვანელისთვის სიტუაციის გაცნობა;
3. რეაგირება დარღვევაზე საკუთარი კომპეტენციის და ხელმძღვანელის მითითების ფარგლებში;
4. ინციდენტების დოკუმენტირება და ანგარიშის მომზადება.
** მონაწილეობა გასული ინციდენტების ანალიზისა და შემდგომი ინციდენტების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების და განხორციელების პროცესში;
** კომპანიის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების/ინვენტარის ზედამხედველობა და კონტროლი;
** სამუშაოს შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების, ასევე კომპანიის შრომის უსაფრთხოების პროცედურებისა და ინსტრუქციების დაცვის უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დაცვა-უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი მოწმობა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; სასურველია რუსული და ინგლისური ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** არასტანდარტულ სიტუაციებში დროული და შესაბამისი მოქმედების უნარი;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 04 ივლისისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|