Робота для біженців з України
სხვადასხვა - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Caucasian PET Company
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. მექანიკოსი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
** მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
** დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
** ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
** ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა.
** მართვის მოწმობის ქონა.
** ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
** სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
** აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
** ფორმის მიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
** დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
** ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.

სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში);
ხელფასი - 1250 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. გამოსაცდელი/სწავლების ვადის განმავლობაში - 1000 ლარიდან ხელზე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე).

2. წარმოების ოპერატორი - 2 ვაკანსია

მოთხოვნები:

** წარმოებაში ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია).
** ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
** კომპიუტერულის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
** პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის ცოდნა.
** ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
** პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი.
** მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება.
** გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
** საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
** ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.

სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდინარე).
ანაზღაურება - 1105 ლარი ხელზე ან 6, 05 ლარი საათში საგამოცდო პერიოდის განმავლობაში (3 თვე). საგამოცდო პერიოდის გასვლის და გამოცდის ჩაბარების შემდეგ - 1500 ლარი ხელზე ან 8, 24 ლარი საათში.

3. ელექტრიკოსი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება. სპეციალობა - ელექტრიკოსი.
** ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ელექტრო მოწყობილობების ხარვეზების აღმოფხვრის, ელექტრო მოწყობილობების შეკეთების, მონტაჟისა და რეგულირების გამოცდილება.
** ელექტრო სქემების კითხვის უნარი.
** ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა.
** ქართული და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ცოდნა.
** ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სერვისული მოწყობილობებისა და ელექტრო მოწყობილობების სათანადო მდგომარეობისა და საიმედო, უპრობლემოდ მუშაობის უზრუნველყოფა.
** ახალი ელექტრო ქსელების მონტაჟი.
** ყველა სახის მრიცხველის აღრიცხვა, ამორტიზაციის კონტროლი.
** ელექტრონაწილების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული უზრუნველყოფის კონტროლი.
** მინდობილ ტერიტორიებზე დამხმარე სამუშაოების შესრულება.

სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში);
ხელფასი - 1800 ლარი ხელზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში - 1500 ლარი ხელზე.

პირობები ყველა ვაკანსიისთვის:

პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე