დასახელება:
საწარმოს მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლიდერი
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
სოციალური სამკერვალო საწარმო "ლიდერი" 2016 წელს დაარსდა და დღემდე ასობით კომპანიის საიმედო პარტნიორია.
სამკერვალო საწარმო "ლიდერი" ასრულებს როგორც კორპორატიულ შეკვეთებს (უნიფორმები, სასკოლო და სპორტული გუნდის ფორმები, ტექსტილზე ბრენდირება და ა.შ.) ასევე, აწარმოებს, ბავშვის სამოსს "ლიმო" რომელიც 2 წელია ექსპორტზე გადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
"ლიდერი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს, საწარმოს მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
მოვალეობები:
** წარმოების მართვა (შეკვეთების მიღება/დაგეგმარება, ვადების განსაზღვრა, სამუშაო პროცესის დაგეგმვა-მონიტორინგი, წარმოების პროცესში შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება)
** პერსონალის მართვა (შიდა დისციპლინის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების მოძიება/შერჩევა. თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა)
** ხარისხის კონტროლი (პროდუქტზე ხარისხის სტანდარტების დაცვა, ჩაბარებული შეკვეთების წინასწარი შემოწმება, დეფექტების იდენტიფიცირება და გამოსწორება)
** საწყობის და მარაგების კონტროლი, საწყობის მენეჯერთან კოორდინირებით.
** დამკვეთებთან კომუნიკაცია.
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება მენეჯმენტთან
** ბიუჯეტისა და ხარჯების კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ამოცანის შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობასთან და განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
სხვა მოთხოვნები:
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები
** სამკერვალო საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Info@uniforms.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწარმოს მენეჯერი".
|
|
|
|