Робота для біженців з України
მთავარი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: CLC
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
კომპანია "CLC Elevator" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანია "სი ელ სი"-ს, წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟის და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანია. "სი ელ სი" აღიარებულია 2022 წლის, 2023 წლის და 2024 წლის ლიდერ კომპანიად დარგში სადაც ის მოღვაწეობს, ასევე, 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, გ. გოგიშვილის N 10
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
** ანაზღაურება და სხვა ბენეფიტები: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული ნახაზების შესაბამისად, ლიფტის შახტის დაგეგმვა და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება
** ლიფტის მწარმოებელთან კომუნიკაცია, ტექნიკური საკითხების გავლა, საბოლოო ნახაზის მიღება
** ლიფტის საბოლოო ნახაზების შედგენა
** შეკვეთის ორგანიზება (ფასწარმოქმნა შესაბამის სამსახურებთან ჩართულობით)
** ტრანსპორტირების დაგეგმვა (შესაბამის სამსახურებთან ჩართულობით)
** საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთთან კომუნიკაცია ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
** სამუშაო პროცესში მიღებული დოკუმენტების კონსოლიდირება
** ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ან სამშენებლო ინჟინერიის ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით
** საინჟინრო პროექტების დაგეგმარების მიმართულებით, მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა, AutoCAD ან/და ArchiCAD-ში მუშაობის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა, სავალდებულოა
** რუსული ენის ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** მიზანდასახულობა
** პასუხისმგებლიანობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** პუნქტუალურობა
** დისციპლინურობა
** დროის მართვის უნარი
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** უსაფრთხო სამუშაო სივრცეს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
** საბოლოო შერჩევა და შეთავაზება

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და განვითარდეთ პროფესიულად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, ელექტრონულ მისამართზე: hrclcelevator@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 244000.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ინჟინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება, შპს "სი ელ სი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 6 თვის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე