Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ტერა ლიზინგი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"ტერა ლიზინგში" ვეძებთ ადმინისტრაციულ მენეჯერს.

ჩვენ შესახებ:

"ტერა ლიზინგი" ბაზარზე გამოჩნდა 2023 წელს და ამ დროისათვის 45 მლნ. ლარის ოდენობის პორტფელს ფლობს. მას უძღვებიან ლიზინგის სფეროში გამოცდილი ლიდერები, რომლებმაც საწყის ეტაპზე დააფუძნეს ფინტექ სტარტაპი bizon.ge, შემდეგ კი ტერაბანკთან პარტნიორობით ჩამოაყალიბეს სს "ტერა ლიზინგი". კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, პრინტინგი და სხვა. ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაფინანსების და მუდმივი მხარდაჭერის გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

როლის შესახებ:

ჩვენ ვეძებთ პროაქტიულ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე და მხარს დაუჭერს სწრაფად მზარდი კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციებს. აღნიშნული პოზიცია მათთვისაა, ვისაც უყვარს მოწესრიგებულად მუშაობა, აკვირდება დეტალებს და კომფორტულად გრძნობს თავს სხვადასხვა ტიპის საქმის კეთებისას (multitasking). პოზიცია დაექვემდებარება საოპერაციო დირექტორს.

პოზიციის მოვალეობა იქნება:

ადმინისტრაციული მხარდაჭერა:

** შემომავალი და გამავალი წერილების მართვა (ფიზიკური და ელექტრონული კორესპონდენცია)
** მომხმარებლებისათვის დოკუმენტაციის/ცნობების მომზადება
** დოკუმენტების შენახვა და მართვა (ფიზიკურად, ციფრულად)
** შიდა შეხვედრების კოორდინაცია, კალენდრის მართვა

ოფისის მართვა და შესყიდვები:

** საოფისე მარაგების მონიტორინგი და შეკვეთა
** ოფისის მომმარაგებელი/მომსახურე კომპანიების კოორდინაცია
** მსხვილი შესყიდვის პროექტებში ჩართულობა
** ინვოისების მართვა და ხარჯების აღრიცხვა ფინანსური გუნდისათვის

HR კოორდინაცია:

** ვაკანსიების გამოქვეყნება შესაბამის პლატფორმებზე
** შეხვედრების/ინტერვიუების კოორდინაცია კანდიდატებთან
** ახალი თანამშრომლის დახვედრა (დოკუმენტაცია, სამუშაო სივრცის მომზადება)
** ბრძანებების და ხელშეკრულებების მომზადება თანამშრომლებისთვის დადგენილი შაბლონების მიხედვით
** გუნდისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** 1-3 წლამდე მუშაობის გამოცდილება ადმინისტრაციულ ან მიახლოებულ პოზიციაზე
** Microsoft Office კარგი ცოდნა
** ქართულ ენაზე გამართულად წერის და მეტყველების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციის ძლიერი უნარი
** Multitasking-ის და ამოცანების პრიორიტეტულობის განსაზღვრის უნარი

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 42
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 2, 000 ლარი ხელზე + წლიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: info@teraleasing.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: "ადმინისტრაციული მენეჯერი"

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერა ლიზინგი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერა ლიზინგში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"ტერა ლიზინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე