დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ეპიზოდი
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
სასტუმრო "ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.
სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის ქ. 41
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო ყოველი მეოთხე დღე. 24 საათიანი ცვლა
ბენეფიტები: კვება/დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** განსაზღვრულ პერიმეტრზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
** თანამშრომელთათვის მშვიდი და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა;
** კამერების მეთვალყურეობა;
** სასტუმროში არსებული ყველა წესის დაცვის უზრუნველყოფა;
** ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com, სათაურის ველში მიუთითეთ - "დაცვის თანამშრომელი".
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|