დასახელება:
შემოქმედებითი ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ბარი ამბავი
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"ბარი ამბავი" აცხადებს ვაკანსიას შემოქმედებითი ასისტენტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ანაზღაურება: შეთანხმებით
მოთხოვნები:
** ემოციური ინტელექტი;
** არაფორმალური განათლების ბაზარზე მიმდინარე პროცესებისადმი ინტერესი;
** უცნობ ადამიანთან კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ენთუზიაზმი;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმვა- რეპორტინგი - თვითორგანიზება;
** არასტანდარტული პროდუქტის ტექნიკური ციკლის განვითარების ხედვის უნარები;
** მულტიფუნქციონალური პროდუქტების/სერვისების სფეროში სტრატეგიული და ტექნიკური, შემოქმედებითი პროექტების ასისტირება;
** პროექტების კონტექსტიდან გამომდინარე სხვა არასტანდარტული დავალებების შესრულება;
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** კეთილსინდისიერება;
თუ თვლით, რომ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hrambavi@gmail.com, "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თუ ორი სიტყვით მოტივაციასაც მოგვწერთ, მეტი შანსია.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი, თუმცა ვჩქარობთ.
|
|
|
|