Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: GMT Pharma
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
ფარმაცევტული კომპანია "ჯიემთი ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ზარების გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში;
** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** კომპანიის ელ-კორესპონდენციის წარმოება;
** საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამისი გადამისამართება;
** კურიერის მოძრაობის კოორდინაცია;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა;
** ოფისის საჭირო საქონლით მომარაგება, განაწილება და კონტროლი;
** პარტნიორ კომპანიებთან და არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, პირობებზე შეთანხმება და შეკვეთის სრული ციკლის კონტროლი.
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.
** გრაფიკი: 09:00-18:00, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავიანთი რეზიუმე (CV) და ფოტო შემდეგ მისამართზე: info@gmt-pharma.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე