Робота для біженців з України
ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: საჯარო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
საჯარო ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება, შემდეგი პროცესების კოორდინაცია და პროექტების მომზადება;
** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მაკონტროლებელთან წარდგენა - შეთანხმება;
** ფინანსური სახსრების მართვა და, საჭიროების შემთხვევაში, წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება;
** საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, ** საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების დაგეგმვა და მაკონტროლებელთან შესათანხმებლად წარდგენა;
** ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა მაკონტროლებელი უწყებისთვის;
** სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სექტორში ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღება და მოქმედების ინიცირება;
** მენეჯერული უნარები;
** კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
** თანამშრომლის განვითარება, შეფასება, მოტივირება.

განაცხადის გაკეთება

დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 11 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: nino.khutsishvili98@gmail.com

მეილის subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროსი".

რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ მინიმალური სარგო, რომელსაც განიხილავთ თანამშრომლობის შემთხვევაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე