სასტუმრო "ხედი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი, აზიური რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი.
მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, განთავსების და გაცილების პროცედურების სტანდარტის დაცვით შესრულება,
** ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება,
** ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი,
** სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა,
** სასტუმროს შესახებ და სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ყველა სერვისის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისთვის,
** სტუმრისგან ინფორმაციის დროული მიღება, ჩანიშვნა და შესაბამისი რეაგირება,
** სასტუმროს პროგრამაში ეფექტური მუშაობა,
** სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოება და სწორი პროგრამული ასახვა,
** კოორდინაციაში მყოფ სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია,
** სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება,
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, პოზიციისა და კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
** ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
** უცხო ენების კარგი ცოდნა,
** Opera, Fidelio ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად,
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ყურადღების გამახვილება,
** პასუხისმგებელი და ორგანიზებული,
** გუნდში მუშაობის უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: khedihr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|