დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ხედი
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
პანორამული რესტორანი "ხედი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.
ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუს შემადგენლობის ცოდნა და შეთავაზება კერძებისა და სასმელების არჩევაში;
** შეკვეთის დროული მიწოდება;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება;
** ჩეკების მომზადება;
** ბანკეტებისა და კონფერენც ღონისძიებების სტუმართა მომსახურების უზრუნველყოფა,
** შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** ღამის ტრანსპორტირებას
** კვება
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: khedihr@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მიმტანი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|