დასახელება:
უმცროსი UI/UX დიზაინერი
|
მომწოდებელი:
Cavea Cinemas
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"კავეა+" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი UI/UX დიზაინერის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ.N21
ჩვენ შესახებ:
ჩვენ ვართ მეგობრული და დინამიური გუნდი, რომელიც მუდმივად ეძებს გზებს შექმნას უნიკალური ციფრული გამოცდილება როგორც დესკტოპზე, ასევე მობილურ და TV აპლიკაციებში. ჩვენი საქმიანობა დაფუძნებულია მომხმარებლის საჭიროებების ღრმა შესწავლაზე, რაც უზრუნველყოფს ჩვენი პროექტის ეფექტურობას და უნიკალურობას.
რას გააკეთებთ:
** დიზაინის UI/UX გადაწყვეტილებები: ინტუიტიური და მიმზიდველი ინტერფეისების შექმნა, ოპტიმიზირებული დესკტოპის, მობილური და სატელევიზიო პლატფორმებისთვის.
** დიზაინის სისტემების შემუშავება და შენარჩუნება: ჩვენი დიზაინ სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება, რათა უზრუნველყოთ თანმიმდევრულობა და ეფექტურობა პროდუქტებში.
** ითანამშრომლოთ დეველოპერებთან: ჩვენი დეველოპერების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, მხარდაჭერა უზრუნველყოფა, კითხვებზე პასუხის გაცემა და პრაქტიკული დიზაინის გადაწყვეტილებების სწრაფად შემუშავება.
ვინ ხარ შენ:
** შენ კარგად ფლობ Figma-ს და მის ფუნქციონალს.
** შენი ყურადღება ყოველთვის მომართულია დეტალებზე.
** შენ გაქვს დიზაინ სისტემებთან მუშაობის და მრავალჯერადი დიზაინის კომპონენტების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება.
** შენ უკვე გაქვს პორტფოლიოში რამდენიმე ძლიერი პროექტი, რომლებიც გამოგარჩევს.
** ფლობ ტექნიკურ ინგლისურს წერა/საუბრის დონეზე, მინიმუმ B2 დონე.
** გაქვს კარგი ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარები.
** გაქვს გუნდში მუშაობის გამოცდილება.
რატომ უნდა შემოგვიერთდე ჩვენ?
** თანამშრომლობის კულტურა: იმუშავე მრავალფუნქციურ გუნდთან ერთად, სადაც ყველას ხმა ისმის და თითოეული ახალი იდეები მისასალმებელია
** ინოვაციური გარემო: გაუმკლავდი საინტერესო გამოწვევებს და წვლილი შეიტანე ჩვენი ციფრული პროდუქტების განვითარებასა და ზრდაში.
** ზრდის შესაძლებლობები: განავითარე შენი უნარები. ჩვენ გთავაზობთ ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
** გექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღო პირველი ქართული სტრიმინგ პლატფორმის განვითარებაში.
** მოქნილი სამუშაო საათები და ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობა.
** კერძო დაზღვევის პაკეტი.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cavea.ge
განაცხადის მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე, პორტფოლიო და მოკლე სამოტივაციო წერილი, სადაც ასახულია, თუ რატომ ხართ იდეალურად შესაფერისი ამ როლისთვის. იმისთვის, რომ გაგვიადვილდეს განხილვის პროცესი, გთხოვთ წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "უმცროსი UI/UX დიზაინერი".
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
ამ ვაკანსიის საფუძველზე კომპანიისთვის გაზიარებული/გაგზავნილი თქვენი პერსონალური მონაცემებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები წინამდებარე განცხადებაში გაწერილი მიზნებისათვის. პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|