Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და მიმდინარეობის კონტროლი;
** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განთავსება;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** მაღაზიაში პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
** მაღაზიის საწყობში მარაგების აღრიცხვის დროულად და ზუსტად წარმოების უზრუნველყოფა;
** სალარო ოპერაციების გამართულად წარმოების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საცალო ვაჭრობის (რითეილი) ობიექტის მინიმუმ 3 წლიანი მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრეზენტაბელურობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/PxX7OuCg0x
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე