Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ფიტნეს ფორმულა
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
ვიტამინებისა და საკვები დანამატების მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი "ფიტნეს ფორმულა" სხვადასხვა ქვეყანაში 25-მდე, ხოლო თბილისში წარმოდგენილია 3 ფილიალით. კომპანიის მთავარი მიზანია ადამიანთა ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.

"ფიტნეს ფორმულა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 21:00 სთ-მდე ან 11:00-დან 22:00 სთ-მდე, ფილიალის მიხედვით.
სამუშაო დღეების რაოდენობა: თვეში 15 დღე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება).
შესვენება: 2 საათი.
ანაზღაურება: საწყისი 800 ლარი (NET) + ბონუსი

მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება, მათ შორის სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** პროდუქციის მიღება, თაროზე განთავსება და შესაბამისი მარაგის მუდმივი კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ
** ონლაინ შეკვეთებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება
** მაღაზიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის ინფორმირება
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია
** პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების უზრუნველყოფა;
** საწყობის დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამული აღრიცხვა;
** სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** პროდუქციის დროულად მიწოდების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** პერიოდული ინვენტარიზაციის დაგეგმვა და ჩატარება საწყობის მენეჯერთან ერთად.
** მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა.
** ზედნადების გამოწერა
** არსებული მარაგების ლიმიტის პროგრამული კონტროლი
** არსებულ პროდუქციაზე ვადების პროგრამული კონტროლი

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
** მოტივირებული და პუნქტუალური; ორგანიზებული და კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არასავალდებულოა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@fitnessformula.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე