Робота для біженців з України
ლოგისტიკის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის თანამშრომელი
მომწოდებელი: გაგრა პლუსი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის თანამშრომლის პოზიციაზე.

პირობები:

** მისამართი: ქ. თბილისი, ფეიქართა 12
** სამუშაო პოზიციის დასახლება: ლოგისტიკის თანამშრომელი.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი)
** დასვენების დღეები: შაბათი - კვირა.

ანაზღაურება:

** მძღოლი ექსპედიტორი - 1200 ლარს + სახელფასო დანამატი წონის თანხა.
** ექსპედიტორი - 1000 ლარი + სახელფასო დანამატი წონის თანხა.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებში მისაწოდებელი პროდუქციის მანქანაში ჩატვირთვა, გადმოტვირთვა.
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდება, პროდუქციის მითვლა და ჩაბარება სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლისთვის.
** ინვენტარის და სამაცივრე დანადგარების გადაადგილება.
** სალარო აპარატის გამოყენება სამუშაო პროცესში.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოს შესრულება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მძღოლ ექსპედიტორის შემთხვევაში მართვის მოწმობის ფლობა.
** მძღოლ ექსპედიტორის შემთხვევაში სატვირთო მიკრო ავტობუსის მართვის გამოცდილება.
** ქალაქის ქუჩებს ცოდნა.
** პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** ორგანიზაციის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@Gplus.Ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში (Subject).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე