Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639249&print=yes&view=jobs
 
იურიდიული სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურიდიული სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერის პროცესში ჩართულობა;
** საჭირო დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებები, შეთანხმებები, წერილები, განცხადებები, ბრძანებები და სხვა.) მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, მათი ვიზირება და გაფორმება;
** სასამართლოსა და არბიტრაჟში კომპანიის ინტერესების დაცვაში მონაწილეობა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე იურიდიული კონსულტაციებისა და განმარტებების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში;
** საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, მისი სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** ქსელის მასშტაბით, არსებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** კომპეტენციის ფარგლებში საქმიანი კორესპონდენციის წარმოება და სამართლებრივი ანგარიშების მომზადება

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;
** სასურველია იურისტად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ივნისი, 2025 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/iuridiuli-samsaxuris-specialisti/751

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია