Робота для біженців з України
მაღაზიის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის დამხმარე
მომწოდებელი: სამი ძმა
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge.

ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის დამხმარეს პოზიციაზე.

რას გთავაზობთ?

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: გლდანი, ხიზანიშვილის N8, ცაბაძის ქ. N8;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით;
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1050 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები;
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** მზარდი ანაზღაურება;
** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

რა დაგევალებათ?

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან, ფილიალში შეტანა და დასაწყობება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება;

რას ველით თქვენგან?

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია 15-25 კგ-იანი პროდუქციის/ტომრის აწევის ფიზიკური უნარი;

როგორ მოხვდეთ ჩვენთან?

შერჩევის ვადა და ეტაპები:

** რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 1 ივლისის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისში;
** ანაზღაურებადი სტაჟირება.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება:"მაღაზიის დამხმარე".

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე