Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი, მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი, მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის და მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

მერჩენდაიზერი

სამუშაო აღწერილობა:

** საცალო გაყიდვების ობიექტებში რეგულარული ვიზიტი, პროდუქტის სწორად განლაგების მიზნით;
** მაღაზიაში სარეკლამო მასალების განთავსება და ბრენდის წარმოჩენის უზრუნველყოფა;
** საწყობში მარაგების დონეების კონტროლი, გაყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინაცია, მარაგების დროული შევსების მიზნით;
** კონკურენტების აქტივობების, პროდუქციის განლაგებისა და ფასების მონიტორინგი;
** საცალო ვაჭრობის პერსონალთან და მაღაზიის მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით, პრიორიტეტულია რითეილ ან FMCG სფერო.
** მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული.
პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

მძღოლ-დისტრიბუტორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტრიბუციისთვის განკუთვნილი ავტომანქანის ტარება/მოვლა
** ყოველდღიური გეგმების მიღება ობიექტების მიხედვით;
** დილით საწყობში მანქანის დატვირთვის უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით
** პროდუქციის დროულად მიტანა ობიექტებზე და ჩაბარება

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა; მექანიკის მართვის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

პიროვნული თვისებები:

** აქტიური, თავაზიანი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
** სამუშაო საათები - 09:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levanpavl@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე