Робота для біженців з України
კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შოურუმში არსებული პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** მომხმარებელთა მაღალ დონეზე მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვების განხორციელებამდე, აღნიშნული პროდუქტის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებლის ** თანდასწრებით მისი განყუთვა და შემდგომ ქარხნულად შეფუთვა;
** კომპანიაში დაგეგმილი სხვადასხვა აქციის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან სერვისის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სერვის+ ან მომსახურების სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/7O8j8lYX3z
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე