Робота для біженців з України
უმცროსი ახალგაზრდული მუშაკი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ახალგაზრდული მუშაკი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
"საქართველოს უნივერსიტეტის" ახალგაზრდული ცენტრი გორში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ახალგაზრდული მუშაკის პოზიციაზე

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: გორი
ანაზღაურება: 1200 ლარი

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას და შრომის პირობებს
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** ჩაატაროთ არაფორმალური საგანმანათლებლო სესიები ახალგაზრდებისთვის პროგრამის ფარგლებში
** მონაწილეობის მიიღოთ პროგრამის პოპულარიზაციაში და ახალგაზრდების მოზიდვის პროცესში
** ჩაერთოთ ახალგაზრდების შერჩევის პროცესში
** მეწყვილესთან ერთად, შეიმუშაოთ და განახორციელოთ სესიების შინაარსობრივი და ტექნიკური გეგმა
** წაახალისოთ ახალგაზრდების ჩართულობა და გახსნილობა ჯგუფურ პროცესებში
** წამოიწყოთ და/ან ჩაერთოთ სათემო ინიციატივებში, რომლებიც პასუხობს ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებს
** მონაწილეობა მიიღოთ გარე, პრაქტიკული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში
** დაესწროთ დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ სემინარებს, სამენტორო შეხვედრებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტი (სასურველია სოციალური მეცნიერებების, განათლების, ახალგაზრდულ საქმიანობასთან დაკავშირებული სფეროებიდან)
** ახალგაზრდებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (არაფორმალურ განათლებაში ჩართულობა ჩაითვლება უპირატესობად)
** კარგი კომუნიკაციის, ურთიერთობისა და ჯგუფის დინამიკის მართვის უნარი
** ორგანიზებულობა და ახალგაზრდებთან ინკლუზიური მიდგომის უნარი
** პასუხისმგებლობა, მოტივაცია და ინიციატივის გამოჩენა
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 17 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: უმცროსი ახალგაზრდული მუშაკი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ug.edu.ge/public/

"საქართველოს უნივერსიტეტის" გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "საქართველოს უნივერსიტეტის" მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე