Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639188&print=yes&view=jobs
 
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: კავკასფექი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
შპს "კავკასპაკი" ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით შეიქმნა. თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა მხოლოდ კვერცხის შესანახი ფირფიტების წარმოებას მოიცავდა, თუმცა, ბაზრის ტენდენციების ცვლასთან ერთად, კომპანიის წარმოება გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა.

2010 წლიდან "კავკასპაკმა" საწარმო გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ რუსთავში.

დღესდღეობით კომპანია აწარმოებს როგორც კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, ასევე კონტეინერებს მზა საკვებისთვის, Take Away სერვისისა და საკონდიტროებისათვის. ამჟამად "კავკასპაკის" მიერ წარმოებული პროდუქციის 35% ექსპორტზე გადის. ჩვენი პროდუქცია იყიდება: ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში, უზბეკეთში, აშშ-ში, კანადასა და პანამაში.

ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "კავკასფექი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

** ლოკაცია: რუსთავი, დავით გარეჯის ქუჩა #30
** სამუშაო საათები: 12 საათიანი სამუშაო ცვლები
** 2 დღე - დღის ცვლა 12 საათი.
** 2 ღამე - ღამის ცვლა 12 საათი.
** 2 დღე - დასვენება.
** გამოსაცდელი ვადა: არაუმეტეს 6 თვისა
** ანაზღაურება: გამოსაცდელ ვადაში 1300 - 1500; გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 1500 + ბონუსი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სასურველია საბუნებისმეტყველო მიმართულებით)
** ხარისხის კონტროლის ან წარმოების პროცესების მონიტორინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფირის შესაბამისობის დადასტურება დაგეგმილ საწარმოებელ მზა პროდუქტთან;
** საწარმოებელი მზა პროდუქტის ხარისხობრივი კრიტერიუმების დადასტურება;
** შიდა და გარე შესაფუთი მასალების თავსებადობის დადასტურება დაგეგმილ საწარმოებელ მზა პროდუქტთან;
** ეტიკეტის შინაარსობრივი და რაოდენობრივი ნაწილის თავსებადობის დადასტურება დაგეგმილ საწარმოებელ მზა პროდუქტთან;
** წარმოების შეუსაბამობების რეესტრის სტანდარტის მიხედვით კონტროლი და აღრიცხვა.
** დანადგარზე ფორმის ცვლილების და სიჩქარის მუდმივი კონტროლი;
** ხარისხი დამადასტურებელი ნიმუშების მენეჯმენტი.
** წუნდებული პროდუქტის ჩამოწერა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** FitPass;

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: HR@caucaspack.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 04 ივლისი, 2025 წელი.

ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "კავკასპაკ"-ი თქვენი კანდიდატურის შესწავლისა და დასაქმების გადაწყვეტილების მიღების მიზნით თქვენ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს შეისწავლის საქართველოს კანონმდებლობისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ შპს "კავკასპაკ"-ის შესაბამის უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ შპს "კავკასპაკ"-ს.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი შპს "კავკასპაკ"-ი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია