დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
გამა-გ
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
ჰიგიენური საშუალებების საწარმო "გამა-გ" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამა Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):
** ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამ (ებ)ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
მოვალეობები:
აუდიტორული კომპანიის მეთვალყურეობის ქვეშ:
** სასაწყობო ოპერაციების სრული კონტროლი (შეკვეთების მიღება და მათი მომხმარებლებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა);
** სამეურნეო ოპერაციების საბუღალტრო/სასაწყობო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების) შედგენა/გამოწერა.
** დებიტორ-კრედიტორებთან განხორციელებული ანგარიშსწორების მუდმივი მონიტორინგი და საანგარიშო პერიოდების ბოლოს არსებული ნაშთების კონტროლი.
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებზე პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია და მარაგების ნაშთების კონტროლი.
ჩვენ გთავაზობთ:
** დიდი ზომის კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის და პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;
** საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგების კუთხით უფასო ტრენინგებს.
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
** სამუშაოს ტიპი: სრული;
** სამუშაო ანაზღაურება: 2000 ლარი (net, გადასახადების გარეშე);
** გამოსაცდელი ვადა: 2 თვე;
** სამუშაო საათები: 09:00 - 17:00, ორშაბათი-პარასკევი, შაბათი 10:00 - 16:00 (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის და დამსაქმებლის მოთხოვნისამებრ);
** სამუშაო: რუსთავის გზატკეცილი N22.
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
2 ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@yahoo.com
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მისამართზე: +995 599 697 101
პერსონალურ მონაცემთა დაცვა:
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება კომპანიის მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
|
|
|
|