Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639182&print=yes&view=jobs
 
თანამშრომელთა გამოცდილების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თანამშრომელთა გამოცდილების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

"თეგეტა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ჰოლდინგის მასშტაბით, ახალი თანამშრომლებისთვის ონბორდინგის სრული ციკლის მართვა;
** თანამშრომელთა განწყობებისა და ჩართულობის შეფასების მიზნით, სხვადასხვა კვლევითი ინსტრუმენტის შექმნა, გამოყენება, მიღებული შედეგების ანალიზი, დაკავშირებული მხარეებისთვის გაცნობა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** ჰოლდინგის მასშტაბით, ახალი თანამშრომლებისთვის ადაპტაციის ინტერვიუების ჩატარება, ადაპტაციის პროცესის შეფასება, შესაბამისი რეპორტის მომზადება და მენეჯმენტისთვის/ჩართული მხარეებისთვის წარდგენა;
** თანამშრომელთა აღიარებებისა და ბენეფიტების პროექტების შემუშავება და განხორციელება;
** თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვა;
** CSR მიმართულებასთან ერთად, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და დანერგვა;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის შეხვედრისა და ვორქშოფის ორგანიზებასა და ჩართულობაში მონაწილეობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** ქართულად აკადემიური წერა და მეტყველება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1794

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია