დასახელება:
პრისეილერი
|
მომწოდებელი:
ლაქტალის ჯორჯია - სანტე
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"ლაქტალის ჯორჯია - სანტე" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული;
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთების გაფორმება;
** სავაჭრო ობიექტზე კომპანიის პროდუქციის სწორი პოზიციონირება და მისი კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტზე ნაშთებისა და ფასების კონტროლი;
** კომპანიის პროდუქციის განლაგება დახლებსა და თაროებზე მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება და კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** ავტომობილის ფლობა და მოქმედი მართვის მოწმობა
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - პრისეილერი.
კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე -591 12 83 61.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 30 ივნისი.
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
|
|
|
|