Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ITMC
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"ITMC ჯგუფი" ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ლოგისტიკური სერვისების გამწევ კომპანიებს. ჯგუფი 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. სერვისები მოიცავს როგორც საერთაშორისო გადაზიდვებს, ისე სასაწყობე სერვისებს და საბროკერო მომსახურებას.

კომპანია მოწინავეა ქართულ ლოგისტიკურ კომპანიებს შორის, რომელიც მუდმივად ვითარდება და მუშაობს ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებებზე, რითაც წვლილი შეაქვს ლოგისტიკური სექტორის განვითარებაში საქართველოში.

გუნდი ეძებს ახალ წევრს პოზიციაზე: ლოგისტიკის მენეჯერი

ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ ლოგისტიკის მენეჯერს, თურქეთის და რუსეთის მიმართულების სპეციალიზაციით, რომელსაც აქვს სურვილი განვითარდეს და გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა #9

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული და თურქული ენის გამართულად ცოდნა
** ლოგისტიკურ კომპანიაში 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული შეკითხვების დამუშავება მიღებული მოთხოვნის შესაბამისად
** საიმედო კონტრაქტორის მოძიება და გადაზიდვის კონკურენტულ ფასში განხორციელება. გადაზიდვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
** ხარჯების სრულყოფილად განსაზღვრა, დოკუმენტების მომზადება, მოწესრიგება და კომპანიის შიდა პროგრამის დახმარებით დაარქივება
** არსებულ და პოტენციურ კონტრაქტორთან აქტიური, ეფექტური და მუდმივი კომუნიკაცია თანამშრომლობის პირობების და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
** რეგულარულ დაკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება გაყიდვების გუნდისთვის და განახლება CRM პლატფორმის საშუალებით.
** მიწოდების ჯაჭვის სრულია ციკლს განხორციელება შეკვეთის საოპერაციო ნაწილის დაწყებიდან დასრულებამდე.
** საჭიროებისამებრ, გაყიდვების მენეჯერისა და კლიენტისთვის რეკომენდაციების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** აქტიური და მიზანდასახული
** თვითორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული

კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას და სამოტივაციო საბონუსე სისტემას
** ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
** სამუშაო დრო: 10:00-18:00
** კორპორაციული დაზღვევა
** კვირაში 35 სამუშაო საათი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@itmc.com.ge. Subject: " ლოგისტიკის მენეჯერი".

ვაკანსია აქტიურია 2 ივლისის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე