დასახელება:
გუნდის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
The Martini Shot
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
კომპანია "The Martini Shot", პროფესიონალთა გუნდი, რომელიც აწარმოებს ვიდეო-გადაღებებს საერთაშორისო კლიენტებისთვის მსოფლიოს მასშტაბით და თანამშრომლობს ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორიცაა Samsung, Mercedes, Netflix, Toyota, Porsche და ა.შ. (კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ http://themartinishot.tv/-ზე) ეძებს ახალ გუნდის წევრებს გუნდის ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
აქტიურ, პასუხისმგებლობიან და მიზანდასახულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ვიდეო წარმოების საინტერესო და დინამიკურ სფეროში მუშაობა. სამუშაო გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი არანორმირებული.
** ანაზღაურება: პირველ ეტაპზე 1500 ლარი (სამომავლოდ გათვალისწინებულია საბონუსე სისტემაც)
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ინგლისური ენის თავისუფლად ან თითქმის თავისუფლად ცოდნა
** MS Office-ის კარგი ცოდნა და ზოგადად კომპიუტერის კარგი ცოდნა
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები
** გუნდში მუშაობის უნარი
** სტრესისადმი მდგრადობა
** აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია, ინტერესი თქვენი საქმიანობის სფეროს მიმართ
** ადამიანებთან კომუნიკაცია
** ადაპტირება და მოქნილობა სწრაფი ტემპის სამუშაო გარემოში
** პრობლემების გადაჭრის უნარი და კრიტიკული აზროვნება
** დეტალებისადმი ყურადღება
** თვითმოტივაცია, ზრდისა და განვითარების სურვილი
** რამდენიმე დავალებასთან მუშაობა და პრიორიტეტების დასახვის უნარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდიუსერების დახმარება სატენდერო წინადადებების მომზადებაში (შეგასწავლით)
** გუნდის მხარდაჭერა პროექტებისა და გადაღებების დროს, უშუალო მონაწილეობა გადაღებებში დროთა განმავლობაში
** ყველა სახის პრეზენტაციის მომზადება (შეგასწავლით)
** ინფორმაციის მოძიება და ანალიზი სხვადასხვა წყაროდან
** საჭიროების შემთხვევაში კონტრაქტორებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული მენეჯერული დავალებების შესრულება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: olikoendeladze@gmail.com
თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. "The Martini Shot"-ისთვის ინფორმაციის გაგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დარჩება ჩვენს მონაცემთა ბაზაში 2 წლის განმავლობაში.
|
|
|
|