Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639145&print=yes&view=jobs
 
მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
"Coffee LAB - ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანია არის საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან Specialty ყავის წარმოება დაიწყო და დღეს უკვე წელიწადში 40 ტონაზე მეტი მწვანე მარცვალი შემოაქვს ქვეყანაში და ადგილზე ხალავს, როგორც საცალო ისე B2B ბიზნესისთვის.

კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი.

ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც წარმოდგენილია როგორც ბარის მენიუ, ისე სამზარეულოს და ბეიქერის მენიუ, ასევე მსოფლიოში წამყვანი ყავის ტექნიკა და აქსესუარები. საცალო მიმართულებით წელიწადში 400 000-მდე სერვისს უზრუნველყოფს.

B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორაციულ სექტორს.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მცხობელი.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე (აუცილებელია ღამის სმენებში მუშაობის შესაძლებლობა)
** სამუშაო საათები: დღის ცვლა 10:00-19:00; ღამის ცვლა 02:00-11:00;
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (1000-1500 ლარი)
** სამუშაო ადგილი: ნუცუბიძის მე-3 პლატო, გიორგი ძოწენიძის #18

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
** სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულის, კრუასანების და ცომის ნაწარმის მომზადება;
** პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** ცხობის პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საჭირო უნარები:

** სასურველია მცხობლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში შეძლებთ გაიაროთ ჩვენი სასწავლო პროგრამა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** დაზღვევას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** ჩვენთან შეძლებთ აიმაღლოთ ცოდნა, შეისწავლოთ სხვადასხვა რეცეპტები და ტექნიკები;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელწერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ყავის ლაბორატორიასთვის" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია