დასახელება:
ნოტარიუსის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
სანოტარო ბიურო
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
სანოტარო ბიუროს ესაჭიროება თანამშრომელი ნოტარიუსის თანაშემწის პოზიციაზე!
ანაზღაურება: 1000-დან 1500 ლარამდე, ათვისებული ფუნქციების და დაკისრებული ვალდებულებების მიხედვით.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება);
** სამოქალაქო სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება - საბაზისო ტერმინოლოგიის და პრინციპების ცოდნა;
** Windows-ის, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, ძირითადი საოფისე და საკომუნიკაციო პროგრამების ფლობა.
ვალდებულებები:
** სანოტარო აქტების დაბეჭდვა;
** სანოტარო რეესტრში სანოტარო აქტების რეგისტრაცია;
** საჯარო რეესტრში საბუთების რეგისტრაცია;
** კლიენტების მიღება და რიგის მოწესრიგება;
** სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების შესრულება, როგორიცაა საბუთების აკინძვა, არქივში შენახვა და ა.შ.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი.
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი (საქმეს შეგასწავლით ადგილზე).
დამატებითი ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე;
** სამუშაოს ტიპი: ადგილზე, სრული განაკვეთით;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00, ორშაბათი-შაბათი;
** ოფისი: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N67.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე tgogatishvili@gmail.com ან დამიკავშირდეთ ნომერზე: 599 33 55 77 (თამილა)
|
|
|
|