Робота для біженців з України
მარკეტოლოგი, ფინანსური ანალიტიკოსი, ფინანსური მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტოლოგი, ფინანსური ანალიტიკოსი, ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპის მოედანი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უნიკალურ ადგილას - "ევროპის მოედანზე", რომელიც ფუნქციონირებს 2019 წლიდან და აქტუალურობას დღემდე ინარჩუნებს. აქ წარმოდგენილია ხუთი რესტორანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც გაერთიანებულია ერთ კონცეფციაში, რათა ყველამ შეძლოს თითოეული ქვეყნის ატმოსფერო და გემო განიცადოს. კომპანიის სტრატეგია არის სტუმრებისთვის განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნა გემოვნების, მდებარეობის, გამოცდილების და მრავალფეროვნების სინთეზით.

კომპანიის ერთ-ერთი პრინციპია გუნდის განვითარებასა და გაძლიერებაში დახმარება, გუნდის წევრების უწყვეტი დატრენინგება და განვითარება.

ვაკანტური ადგილები: მარკეტოლოგი, ფინანსური ანალიტიკოსი, ფინანსური მენეჯერი.

მდებარეობა: ბათუმი

1) პოზიცია: მარკეტოლოგი

უცხო ენები: სასურველია ინგლისური, რუსული.

მოვალეობები:

** სარესტორნო ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და განხორციელება (ონლაინ და ოფლაინ არხებით);
** სოციალური მედია არხების (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.) მართვა, შინაარსის დაგეგმვა და ვიზუალური კონტენტის კოორდინაცია;
** რეკლამული კამპანიების დაგეგმვა და შესრულება (Google Ads, Meta Ads, ადგილობრივი პლატფორმები);
** სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და ეფექტიანობის ანალიზი (CPA, ROI, Engagement Rate);
** მომხმარებელთა ბაზის ანალიზი, ლოიალურობის პროგრამების შექმნა და მართვა;
** პერიოდული აქციების, თემატური საღამოების და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა (Happy Hour, დაბადების დღის აქციები, შაბათ-კვირის brunch-ები და ა.შ.)
** კონტენტ მენეჯერთან და დიზაინერთან ერთად მენიუს ვიზუალური პრეზენტაციისა და კომუნიკაციების მომზადება;
** კლიენტების უკუკავშირის მონიტორინგი (Google reviews, TripAdvisor, სოციალური მედია) და რეპუტაციის მართვა;
** მარკეტინგული რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის - კამპანიების შედეგების ანალიზი, ახალი იდეების წარდგენა;
** კონკურენტების და ბაზრის ტენდენციების შესწავლა - ინოვაციური მიდგომების შემოტანა.

გამოცდილება: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში, გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

2) პოზიცია: ფინანსური ანალიტიკოსი

უცხო ენები: სასურველია ინგლისური, რუსული.

მოვალეობები:

** ყოველდღიური, კვირის და თვიური გაყიდვების მონაცემების შეგროვება და გაანალიზება (ზონალურად, ცვლების მიხედვით, პროდუქტების კატეგორიების მიხედვით);
** მენიუს მომგებიანობის ანალიზი — კერძების ინდივიდუალური თვითღირებულების, გაყიდვების და მომგებიანობის შეფასება;
** Food Cost და Beverage Cost მაჩვენებლების მონიტორინგი და ანალიზი;
** მომარაგების და ნარჩენების მონაცემების ანალიზი — ეფექტური მარაგების მენეჯმენტის რეკომენდაციების მიწოდება;
** სტუმრების რაოდენობის, საშუალო ჩეკის, და გამტარობის სტატისტიკური ანალიზი;
** კონკურენტების ფასების და ბაზრის ტენდენციების კვლევა;
** Cash Flow-ის პროგნოზირება სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით;
** გაყიდვების პროგნოზების მომზადება სხვადასხვა სცენარებისთვის (სტანდარტული, ოპტიმისტური, პესიმისტური);
** მარკეტინგული კამპანიების ფინანსური ეფექტიანობის შეფასება (ROI ანალიზი);
** ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისთვის: ყოველდღიური რეპორტები, სიგნალური ანალიზები, P&L მაჩვენებლების შედარება მიზნებთან;
** თანამშრომლობა სხვა განყოფილებებთან (ოპერაციები, ბუღალტერია, შესყიდვები) მონაცემთა სინქრონიზაციის მიზნით;
** ფინანსური რისკების შეფასება და ანტიკრიზისული მოდელების შემუშავება.

გამოცდილება: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში, გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

3) პოზიცია: ფინანსური მენეჯერი

უცხო ენები: სასურველია ინგლისური, რუსული.

მოვალეობები:

** ყოველდღიური, კვირის და თვიური შემოსავალი/ხარჯების ანალიზი;
** რესტორნის ბიუჯეტის შედგენა, მონიტორინგი და შესრულების კონტროლი;
** სურსათის თვითღირებულების (Food Cost) და სასმელების ღირებულების (Beverage Cost) კონტროლი;
** მარაგების ოპტიმიზაცია და შესყიდვების ეფექტურობის ანალიზი;
** მენიუს მომგებიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება მენიუს ცვლილებებზე;
** თანამშრომელთა ხელფასების, ბონუსებისა და შრომითი ხარჯების დაგეგმვა და კონტროლი;
** ფინანსური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის (P&L, Cash Flow, Balance Sheet);
** გადასახადების, სალაროებისა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან შესაბამისობის კონტროლი;
** თანამშრომლობა ბუღალტრულ და აუდიტორულ ჯგუფებთან;
** სეზონური ტრენდების ანალიზი და ფინანსური სტრატეგიების შემუშავება მოთხოვნის მიხედვით;
** რისკების შეფასება და ხარჯების შემცირების სტრატეგიების შემუშავება.

გამოცდილება: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში, გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ მითითებულ მეილზე და და სათაურში მიუთითეთ რესტორნისა და პოზიციის დასახელება: linda@artitaly.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე