დასახელება:
დისტრიბუტორი
|
მომწოდებელი:
ლაბლაინი
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
შპს "ლაბლაინი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
შპს "ლაბლაინი" წარმოადგენს თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებების, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის ადგილობრივ წარმოებასა და დისტრიბუციას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება:
** გამოსაცდელი პერიოდი: (3 თვე) 1200₾.
** შტატში: 1200 ₾ + ბონუსი 300 ₾.
** ბონუსი კრიტერიუმების შესრულების მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამსახურს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ადგილზე შესწავლას და იმ უნარების განვითარებას, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია: B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია: თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა ზედნადებით გათვალისწინებული პროდუქციით და ზუსტი რაოდენობების მონიტორინგი;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** პროდუქციის დროულად მიწოდება ობიექტებზე და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელთან და შეკეთების უზრუნველყოფა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** სწავლის, პროფესიული განვითარების სურვილი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@labline.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 58 58 60
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებას!
"რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. მონაცემები შპს "ლაბლაინი"-ს ბაზაში შეინახება 1 წლის განმავლობაში, კანდიდატების შერჩევის პროცესში გამოყენების მიზნობრიობით".
|
|
|
|