დასახელება:
საოპერაციო დირექტორი
|
მომწოდებელი:
ზიონი
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
დეველოპერული კომპანია "ზიონი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს კონცეპტუალური საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.
დეველოპერული კომპანია "ზიონი"-ს ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიალური ხარისხის.
ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად. ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე zion.ge
"ზიონი"-ს გუნდში ვეძებთ საოპერაციო დირექტორს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უნიკალური, ინოვაციური პროექტების განხორციელებაში. თქვენი გამოცდილებით, "ზიონის" გუნდთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოში დეველოპერული მიმართულებით ახალი სტანდარტის დანერგვაში. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან და დამფუძნებლებთან ერთად, თქვენ იქნებით საბჭოს წევრი და მონაწილეობას მიიღებთ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.
ჩვენ გთავაზობთ მუშაობას უნიკალურ გუნდში უნიკალური გამოწვევებით.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საოპერაციო მიმართულების განვითარება ევროპული სტანდარტების შესაბამისად;
** ბიზნესის წარმატებისთვის კომპანიის საჭიროებების იდენტიფიცირება, გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისი მხარეების განვითარება კომპანიის ზრდასთან მიმართებაში;
** ბიზნეს პროცესების პოლიტიკების, პროცედურებისა და საუკეთესო პრაქტიკების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
** გუნდის წევრების ზრდაზე ზრუნვა;
** მაღალკვალიფიციური გუნდის წევრების შერჩევა და გუნდის ჩამოყალიბება;
** საოპერაციო მიმართულებით ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის მრავალმხრივი გამოცდილება;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები;
** სტრატეგიული აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: განმცხადებლის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|