Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: OnePrice
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/

"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** ყოველთვიური, კვარტლური და წლიური გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება;
** კორპორატიული კლიენტების ბიზნეს პროცესების შესწავლა და გაანალიზება, ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება/მიღწევის მიზნით;
** კოპორატიული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმოება;
** პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა, მათთვის სრულყოფილი პროდუქტისა და სერვისის შეთავაზებით;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება მინიმუმ 2 წლიდან;
** ინგლისურის ან რუსულის B2 დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** საკუთარი ავტომობილის ფლობა, საწვავს უზრუნველყოფს კომპანია;
** ყურადღება, პასუხისმგებლობა, წესიერება;

სამუშაო პირობები:

** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@oneprice.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე