Робота для біженців з України
ლიზინგ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლიზინგ მენეჯერი
მომწოდებელი: დიზი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
შპს "დიზი" წარმოადგენს დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სალიზინგო კომპანიას საქართველოს ბაზარზე, რომელიც 2021 წლიდან სტაბილურად ოპერირებს და წარმოდგენილია 10 ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით.

"დიზი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვარკეთილი, გლდანი, წერეთლის გამზირი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** საბანკო პროდუქტის ცოდნა სასურველია;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** ავტო სესხის განაცხადის დამუშავება;
** დოკუმენტაციის ფაილინგის სრულყოფილად წარმოება;
** მომსახურების და პროდუქტის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;
** მომსახურების სტანდარტების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა;
** გუნდურობა;
** დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ფიქსირებული 900 + საბონუსე სისტემა 500 ლარიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო;

სამუშაო საათები:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე
** ორი შაბათი თვეში 10:00-დან 16:00-მდე

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: Hr@dizi.ge

წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება ორ ეტაპად.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, კონკრეტული კომპანია ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე