Робота для біженців з України
გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: CMX Solutions
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს"-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.

ამჟამად თბილისის გუნდში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს:

გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
** მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;

მოთხოვნები:

** გერმანული ენის ცოდნა (B1+, ან B2 დონე);
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
** მაღალი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** გარანტირებულ ხელფასის მატებას ყოველ ექვს თვეში;
** ყოველთვიურ ბონუსს;
** რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე;
** მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** დისტანციურად მუშაობის საშუალებას;
** ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში (საქართველო), თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე - https://cmx-solutions.peopleforce.io/careers/v/77270-deutschsprachiger-kundenservicemitarbeiter-tiflis-georgien?source_id=25503
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე