დასახელება:
იურიდიული სამსახურის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ელემენტ ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
"ელემენტ ჰოლდინგი" სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.
შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.
მსგავსი კომპლექსურობით, "ელემენტ ჰოლდინგი" საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა.
"ელემენტ ჰოლდინგის" წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.elementholding.ge
"ელემენტ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: იურიდიული სამსახურის სპეციალისტი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩა #13
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სამართლებრივი წარმომადგენლობა მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
** სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დოკუმენტების უზრუნველყოფა;
** სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი, მოთხოვნების შესაბამისობის შეფასება, რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და შეთანხმება — მათ შორის კონტრაჰენტებთან კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, ვალდებულებების დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირება;
** სამშენებლო პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის კონსულტაციები და საჭირო დოკუმენტების მომზადება;
** კომპანიის შიდა დოკუმენტების, წესდების, პოლიტიკებისა და სახელმძღვანელოების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი გარემოს მონიტორინგი და ცვლილებების შესახებ შესაბამისი პირების ინფორმირება;
** კომპანიის უცხოელი თანამშრომლების მხარდაჭერა სავიზო და ბინადრობის საკითხებში;
** კომპეტენციის ფარგლებში საქმიანი კორესპონდენციის წარმოება და სამართლებრივი ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ფლობა (მაგ. IELTS, TOEFL, CAE და სხვა);
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** აუცილებელია Microsoft Office-ის პროგრამების საფუძვლიანი ფლობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მონაცემთა ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** შედეგზე ორიენტირებული
** ორგანიზებული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 06 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ ჰოლდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ ჰოლდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|