Робота для біженців з України
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სამუშ. ტექნიკური ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სამუშ. ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია", ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე http://tmlaboratory.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესების ყოველდღიური ტექნიკური ზედამხედველობა;
** მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი წარმოდგენილ საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებაში;
** მოცულობების მაქსიმალური სიზუსტით კონტროლი მშენებლობის პროექტთან და ფაქტიურ მდგომარეობასთან მიმართებაში;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) გავლა პუნქტობრივად უშუალო ხელმძღვანელთან და მშენებელ კომპანიასთან;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტებში (ფორმა N2) შეუსაბამობების აღმოჩენა და ჩასწორება;
** MSDA - შიდა დოკუმენტაციის ბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა (შესაბამისი კორესპონდენციის გაცნობა, ინიცირებების მომზადება, რეაგირება ვადების ფარგლებში;
** მშენებლობა - რეაბილიტაციის პროცესში ტექნიკური კუთხით დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელობისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება;
** საკომუნიკაციო სოც. ქსელში ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ფოტო მასალის და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების სისტემატიურად გადმოცემა;
** ორგანიზაციის ტექნიკურ განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) შემოწმების მიმართულებით;
** სამშენებლო ობიექტზე გამოსაყენებელი მასალების ფიზიკურ და გეომეტრიულ მახასიათებლების წარმოება საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში.
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) თანმხლები დოკუმენტაციის გადამოწმება და წარმოდგენის გაკონტროლება (ფარული სამუშაოს აქტების მომზადება/მონაწილეობის მიღება, გამოყენებული მასალების სერტიფიკატები და სხვა);
** სამშენებლო ობიექტებზე ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად საჭირო პროცედურების წარმოება;
** ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ დროული რეაგირება, როგორც სიტყვიერი ასევე წერილობითი ფორმით;
** წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაოთა წარმოების ჟურნალების, ბეტონის სამუშაოების, შედუღების სამუშაოების ჟურნალების წარმოების გაკონტროლება;
** წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა 2) დადასტურება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: მშენებელი ინჟინერი
** არანაკლებ 1 წლისა პროფესიული სამუშაო გამოცდილება.

თემატიკა:

** საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები;
** საერთაშორისო სამშენებლო ნორმატიული აქტები.

საოფისე კომპიუტერული პროგრამები:

** MS Office Word - კარგად
** MS Excel - კარგად
** AutoCAD - სასურველია

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე.

დამატებითი ინფორმაცია

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობა (უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იქნეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი;
** კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია;

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეს საფუძველზე (ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
** გასაუბრება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი/09:00-18:00 საათი);
** ანაზღაურება: 2774
** კანდიდატები მიიღებიან გამოსაცდელი ვადით 3-დან 6 თვემდე ვადით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე shermadinigio@gmail.com 2025 წლის 4 ივლისამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე