დასახელება:
საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველი
|
მომწოდებელი:
თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" ახორციელებს:
ასფალტის, ბეტონის და ქვაფენილის საფარიანი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა.
სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე http://tmlaboratory.ge/
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
1. სამშენებლო პროექტის ტექნიკურად და კვალიფიციურად განხორციელების უზრუნველყოფა;
2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად კონტროლის განხორციელება შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობისას.
3. ობიექტზე გამოსაყენებელი მასალების ფიზიკურ და გეომეტრიულ მახასიათებლების წარმოება საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში.
4.მშენებლობაში გამოსაყენებელი მასალების პასპორტების, სერტიფიკაციების, მასალების ლაბორატორიული გამოცდის აქტების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება.
5.ფარული სამუშაოების აქტების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება.
6.სამუშაოთა წარმოების ჟურნალების, ბეტონის სამუშაოების, შედუღების სამუშაოების ჟურნალების წარმოების გაკონტროლება.
7. წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება.
8. შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა 2) დადასტურება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: საავტომობილო გზების მშენებელ ინჟინერი
** არანაკლებ 1 წლისა პროფესიული სამუშაო გამოცდილება.
თემატიკა:
** საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები;
** საერთაშორისო სამშენებლო ნორმატიული აქტები.
საოფისე კომპიუტერული პროგრამები:
** MS Office Word - კარგად
** MS Excel - კარგად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
დამატებითი ინფორმაცია
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობა (უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იქნეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი;
** კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეს საფუძველზე (ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს)
** გასაუბრება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი/09:00-18:00 საათი);
** ანაზღაურება: 2774-დან 3212-მდე
კანდიდატები მიიღებიან გამოსაცდელი ვადით 3 თვიდან 6 თვის ვადით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე shermadinigio@gmail.com 2025 წლის 4 ივლისამდე.
|
|
|
|