დასახელება:
კურიერი
|
მომწოდებელი:
ახალი ხედვა
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: 20:00-07:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისა და კლინიკებისთვის პროდუქციის ადგილზე მიწოდება და პროდუქციის მორგება საჭიროების შემთხვევაში;
** ზედნადებების კონტროლი და ხელმოწერილი საბუთების მიწოდება შესაბამისი პირისთვის;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ღირებულების გადახდის უზრუნველყოფა საბანკო ტერმინალის ან სალარო აპარატის საშუალებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინ. 1 წლიანი გამოცდილება საკურიერო/სადისტრიბუციო სფეროში;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა);
** მსუბუქი ავტომობილის მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კურიერი).
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|