დასახელება:
რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აი სი არ თრეიდი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
"აი სი არ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
პოზიციის მიზანი:
** შესაბამისი ბრენდების მაღაზიების ეფექტიანი ფუნქციონირება საოპერაციო პროცესის მხარდაჭერისა და მონიტორინგის მეშვეობით.
** ბრენდების სტრატეგიის განხორციელების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში.
** გაყიდვების გეგმების შესრულების მიზნით, ტაქტიკური ამოცანების შემუშავება და განხორციელება მაღაზიების გუნდთან ერთად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიებში ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი, ეფექტიანობისა და კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
** მინდობილ ბრენდებთან დაკავშირებით სტრატეგიული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება, ინიციატივების გაზიარება;
** მაღაზიებში საოპერაციო პროცესისა და კომერციული მაჩვენებლების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
** რეალიზაციის და სხვა დადგენილი KPI-ების (მაგ., მომხმარებლის კონვერტაციის მაჩვენებელი, ტრანზაქციის საშუალო ღირებულება და ა.შ.) რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი;
** გამოვლენილი ტენდენციების ანალიზის საფუძველზე კომერციული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** მარკეტინგული აქტივობების გეგმის განხორციელების მხარდაჭერა;
** მაღაზიებში მომხმარებლის ეფექტიანი მომსახურების მხარდაჭერა და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;
** მინდობილ მაღაზიებში ვიზუალური მერჩანდაიზინგის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის პერსონალთან რეგულარული შეხვედრების უზრუნველყოფა მიზნების დასახვისა და შესაბამისი უკუკავშირის გაცემის მიზნით;
** მაღაზიის მენეჯერებისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა თანამშრომლების მხარდაჭერა მენტორისა და ქოუჩის როლში;
** მაღაზიის პერსონალის შეფასებისა და განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** მინდობილი ქსელის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მნიშვნელოვანია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მსგავსი, საცალო-სავაჭრო ქსელის მართვის მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა წერითი და საკომუნიკაციო მინ. B1 დონე
უნარები რომლებსაც მიექცევა ყურადღება:
** მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პროექტის მენეჯმენტის უნარები;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 10 ივნისი ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge. ელექტრონული წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება - "რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები"აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ერთი წლის ვადით.
|
|
|
|